საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სკოლის მასწავლებლებთან შეხვედრებს აგრძელებს. გიორგი ამილახვარმა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ირგვლივ არსებულ საკითხებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პედაგოგთა კარიერული წინსვლის მხარდასაჭერად სამინისტრო მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გადახედვის პროცესს აგრძელებს.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესებისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს განვითარების ხელშეწყობის საკითხებსაც