სულხან ცინცაძის ქუჩის 56 ნომერში ადგილობრივები, 24-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას აპროტესტებენ. "მერია ეზო დაგვიბრუნე" - ამ მოთხოვნით თბილისის მერიასთან აქცია გაიმართა. როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, ეზო უკანონოდ გაასხვისეს, რის შემდეგაც 24 სართულიანი ობიექტის მშენებლობის ნებართვა გაიცა. მოსახლეობა ტერიტორიის დაბრუნებას 2014 წლიდან უშედეგოდ ითხოვს.