პარტია "ლელო საქართველოსთვის" "ლიდერთა სათათბიროს ფორმატში" პოლიტიკური საბჭოს, სამდივნო და სარევიზიო კომისიის წევრებთან შეხვედრას მართავს. მონაწილეები პარტიის განახლებულ პოლიტიკურ სტრუქტურაზე და სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ. შეხვედრა შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებასა და პარტიის მართვაში ადგილობრივ ლიდერთა ჩართულობას ემსახურება. როგორც პარტიის წევრებმა განაცხადეს, თანაგუნდელებთან ერთად განიხილავენ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას.