ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომაზე ევროპარლამენტარების კრიტიკულ გზავნილებს ოპოზიცია აფასებს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით თუკი აქამდე საქართველოს დასავლელი პარტნიორები კულისებს მიღმა აჟღერებდნენ კრიტიკულ გზავნილებს, ახლა უკვე ოფიციალურად მოუწოდებენ მმართველ პარტიას რეკომენდაციების რეალურად შესრულებისა და პრორუსული ნარატივის გავრცელების შემცირებისკენ.