საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერთან შესახვედრად ემზადება - 2 ქვეყნის ლიდერები ბერლინში, დახურულ კარს მიღმა დღეს პირისპირ შეხვედრას გამართავს. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და 12 რეკომენდაციის შესრულების ტემპი იქნება.