ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა ოლქში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ხერსონის ოლქში წყლის დონემ კლება დაიწყო - გასული ღამის განმავლობაში წყალი დაახლოებით 20 სმ-ით შემცირდა. მანვე აღნიშნა, რომ ხერსონიდან ადამიანებისა და ცხოველების ევაკუაცია კვლავ გრძელდება. პროკუდინის თქმით, ამ დროისათვის ოლქიდან 2 300-ზე მეტი ადამიანი და 600-მდე ცხოველი არის ევაკუირებული.