გასულ ღამეს ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორის ირანული Shahed-ის ტიპის დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით დაარტყეს. რუსულმა ძალებმა ჩერკასის ოლქში, ერთ-ერთი სამოქალაქო ობიექტი „კალიბრის“ ტიპის ორი რაკეტით დაბომბეს.
შემთხვევის შედეგად, მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ. ჟიტომირის ოლქში რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ასევე დიდია მტრის დანაკარგებიც.
უკრაინულმა მხარემ რუსეთის სამხედროების განთავსების ადგილებზე, მათ შეიარაღებასა და ტექნიკაზე ათობით საავიაციო, სარაკეტო-საარტილერიო იერიში მიიტანა.