კომუნიკაციების კომისიამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, 5G ტექნოლოგიის შესახებ საჯარო ლექცია გამართა. დაინტერესებული სტუდენტები მეხუთე თაობის ტექნოლოგიის უპირატესობებს, ასევე მსოფლიოსა და საქართველოში არსებულ პერსპექტივებს გაეცნენ. კომუნიკაციების კომისიის ცნობით, მსგავსი საჯარო ლექციები სხვა უნივერსიტეტებშიც გაგრძელდება.