მხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის მორიგ შეტევას. აფეთქებები იყო ჟიტომირის, როვნოს და ლვოვის ოლქებში. შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. დანგრეულია 6 და დაზიანებულია ათეულობით სახლი. თავდასხმის გამო უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საჰაერო განგაში გამთენიისას შეწყდა.