ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი რუსულ მედიაში ე.წ დამოუკიდებლობის საკითხზე საუბრობს. ინალ არძინბა ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან აფხაზეთის აღიარება აუცილებლად მოხდება. არძინბას თქმით, საქართველო აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს , რაც მისივე შეფასებით, სიმართლეს არ შეესაბამება. მან გაიმეორა პრორუსული ნარატივი, რომ უკრაინის, ევროპის სხვა ქვეყნებისა და შეერთებული შტატების მუდმივი მოწოდებები "მეორე ფრონტის" გახსნის თაობაზე გარკვეულ რისკებს ქმნის.