"ოკიტელი" საქართველოში ოპერირებას აგრძელებს. 25 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის აქტივობების განხორციელებას გეგმავს. საკითხზე კომენტარი, ოკიტელის რეგიონალურმა მენეჯერმა გააკეთა. მისი თქმით, კომპანიას მომხმარებლებისათვის მაღალი დონის მომსახურების გასაწევად ლოკალურად ყველა პირობა შექმნილი აქვს.