ამერიკის ისტორიაში პირველად, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ფედერალური ბრალდება წაუყენეს. დონალდ ტრამპს ბრალი საიდუმლო დოკუმენტების არასათანადოდ გამოყენებასთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში წარედგინა.
ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპს ბრალი შვიდი მუხლით აქვს წაყენებული. ყოფილმა პრეზიდენტმა Truth Social-ზე განაცხადა, რომ ის მაიამის ფედერალურ სასამართლოში სამშაბათს დაიბარეს.
ტრამპის თქმითვე, ის უდანაშაულოა და სჯერა რომ ამას აძალიან მალე დაამტკიცებს.