საერთაშორისო ლიდერები უკრაინაში არსებულ ვითარებაზე განცხადებებს აკეთებენ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა რუსეთს ხერსონის ოლქში დაბომბვის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
კომენტარი გაკეთდა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის მიერაც. მისი თქმით, აუცილებელია უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდეს. მანვე ხაზი გაუსვა, რომ თუ დასავლელი პარტნიორები უკრაინის გრძელვადიან პერსპექტივაში მხარდაჭერას შეძლებენ, ეს რუსეთის ფედერაციისთვის მძლავრი სიგნალი იქნება.
პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღნიშნავს, რომ ამერიკის კონგრესი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.