ეროვნული ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების საგანია. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მათთქვის სასურველი კანდიდატი დანიშნონ. მათივე თქმით თუ მმართველი პარტია ამას მოახერხებს, ხელისუფლბა კიდევ ერთ დამოუკიდებელ ინსტიტუტს ჩაიგდებს ხელში.
ოპოზიციონერი დეპუტატების აზრს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც იზიარებს. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეროვნულ ბანკს დამოუკიდებელი პრეზიდენტი ყავდეს. თუმცა მისთვის პრეზიდენტის მხრიდან ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვულის კანდიდატურის დაწუნება გაურკვეველია.