20 ივნისს, რეგიონში პირველი, ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი სტარტს აიღებს. Tbilisi Storytelling Festival სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს გააერთიანებს, რომლებიც ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს გაგვიზიარებენ. ჯამში, ღონისძიებაში 60-მდე უცხოელი სპიკერი მიიღებს მონაწილეობას.