თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაცია იწყება. ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის მერიას შორის გაფორმდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ რეგისტრაციის პროექტს საჯარო რეესტრი განახორციელებს, ფინანსურ მხარეს კი დედაქალაქის ბიუჯეტი უზრუნველყოფს. იუსტიციის მინისტრი და დედაქალაქის მერი იმედოვნებენ, რომ რეგისტაციის პროექტი 2024 წელს წარმატებით დასრულდება.