ურბანულ გენოციდად შეფასებული მშენებლობა - პარტია “ლელოს” წევრი საბა ბუაძე შინდისში დაგეგმილი მშენებლობის რისკებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე არსებობს მაღალი გეოლოგიური რისკები, რის გამოც თბილისის მერიამ მშენებლობების დაწყებაზე უარი არაერთხელ თქვა, თუმცა ბუაძე ამბობს, რომ ახლა საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირების ინტერესებს, კონკრეტულად კი ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს, რომელიც იმ ჰოლდინგის მფლობელია, რომელზეც მშენებლობის ნებართვის გაცემას გეგმავენ. რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოზიციას, დედაქალქის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით განაშენიანების რეგულირების გეგმა უკვე წარმოდგენილია და დარღვევები არ შეინიშნება. თემაზე დღეს თბილისის მერმაც ისაუბრა. კახა კალაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თბილისის მერია მშენებლობის ნებართვებს მხოლოდ საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით გასცემს.