"ქართული ოცნება" ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევას გეგმავს. მმართველი პარტიის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საქმიანობას დაბრკოლებას მიზანმიმართულად უქმნის. პარალელურად, ოპოზიციის განმარტებით, მმარველ გუნდს ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველა ინსტიტუტის ტოტალურად დამორჩილება სურს. ცნობილია პრეზიდენტის ადმონისტრაციის პოზიციაც.