"ქართული ოცნება" ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევას გეგმავს. მმართველი პარტიის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საქმიანობას დაბრკოლებას მიზანმიმართულად უქმნის. კერძოდ, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის ამ დრომდე არ წარუდგენია.
პარალელურად, ოპოზიციის განმარტებით, მმარველ გუნდს ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველა ინსტიტუტის ტოტალურად დამორჩილება სურს. ცნობილია პრეზიდენტის ადმონისტრაციის პოზიციაც.