ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომა მიმდინარეობს. ქართველი და ევროპელი კანონმდებლები საქართველოს ევროინტეგრაცის პროცესსა და 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესს განიხილავენ. სხდომის თანათავმჯდომარეები მაკა ბოჭორიშვილი და ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი არიან. შეხვედრას ოპოზიციიდან "ნაციონალური მოძრაობის" და "გირჩის" წევრები ესწრებიან.
სხდომაზე ევროპელმა ლიდერებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები, თუმცა აქვე ყურადღება გაამახვილეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ჩამოყალიბებულ „ქაოსურ“ ურთიერთობაზე.
თავად ქართველი კანონმდებლები მმართველი გუნდიდან ამბობენ, რომ , საქართველომ 12 რეკომენდაციიდან უმეტესობა სრულად შეასრულა და ახლა ევროკავშირისგან სამართლიან გადაწყვეტილებას ელიან.მარიამ ბუკია გაშლის თემას,