ვაკანსიების რაოდენობა jobs.ge-ზე თითქმის 19%-ით გაიზარდა, ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული. კერძოდ, 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით, 38 330 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
კვლევის თანახმად, 2023 წლის აპრილში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 12.3%-ით ნაკლებია 2023 წლის მარტში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.