სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის შეფასების ინსტიტუტის ეპიდემიოლოგი ალი მოქადი აცხადებს, რომ ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა გასაკვირი არ არის და ქვეყანაში ვირუსის ახალი ტალღები დიდი ალბათობით ყოველ ექვს თვეში ერთხელ გაჩნდება.
ამასთან, ექსპერტი ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა ვირუსის ახალი ვარიანტები გავრცელდეს. მედიის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ჩინეთში კორონავირუსით დაიფიცირების შემთხვევები კვლავ გაიზარდა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გასულ წელს კოვიდ-რეგულაციების მოხსნის შემდეგ ეს ჩინეთში ინფექციის გავრცელების ყველაზე დიდი ტალღა იქნება. მათი პროგნოზით, ივნისის ბოლომდე ქვეყანაში კორონავირუსით 65 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდება.