ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი რომელიც ამჟამად, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეა, აცხადებს, ნატო-ს წევრმა გარკვეულმა ქვეყნებმა, შესაძლოა, უკრაინაში ჯარების განთავსებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვან, თუ წევრი სახელმწიფოები, მათ შორის აშშ, ვილნიუსში ალიანსის სამიტზე კიევს უსაფრთხოების ხელშესახებ გარანტიებს არ მისცემენ. მისი თქმით, ისტორიამ აჩვენა, რომ სახიფათოა უკრაინის ნატო-ს მოსაცდელ ოთახში განუსაზღვრელი ვადით დატოვება.