ურბანულ გენოციდად შეფასებული მშენებლობა - პარტია “ლელოს” წევრი საბა ბუაძე შინდისში დაგეგმილი მშენებლობის გეოლოგიურ რისკებსა და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირებისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე საუბრობს.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით კი, აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით განაშენიანების რეგულირების გეგმა უკვე წარმოდგენილია და დარღვევები არ შეინიშნება.