გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვალ შეხვდება. შოლცისა და ღარიბაშვილის შეხვედრა ბერლინში გაიმართება.
გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება საგარეო, უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, ასევე, ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის თემებზე.
ღარიბაშვილის ხვალინდელ ვიზიტს პოლიტიკოსების მხრიდან შეფასებები მოჰყვა.