თეთრ სახლში აცხადებენ, რომ კახოვკის კაშხალს რუსეთი აკონტროლებდა, ამიტომ მომხდარზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს უკრაინის დასახმარებლად.
„ვაგრძელებთ მომხდარის შეფასებას. ნგრევა და განადგურება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, გულსატკენია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს. ეს კაშხალი იყო რუსეთის კონტროლის ქვეშ და ამ ომის შედეგად გამოწვეულ ნგრევაზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს ამ რთულ დროს“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.