"მეფის დაბრუნება“ ცნობილი ინგლისელი მწერლის ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ეპიკური რომანის „ბეჭდების მბრძანებბლის“ რიგით მესამე წიგნია. ნაწარმოები 1955 წლის 20 ოქტომბერს George Allen & Unwin მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.
წიგნში მოქმედებები გამოგონილ სამყაროში , შუახმელეთში ვითარდება. ბნელი მეუფის საურონის ლაშქარი იზრდება, მისი ავი ჩრდილი უფრო ფართოვდება. ადამიანები, ჯუჯები, ელფები და ენტები წყვდიადთან საბრძოლველად ერთიანდებიან. ამასობაში წიგნის მთავარი გმირები, ფროდო და სემი უფრო ღრმად შედიან მორდორში თავიანთი გმირული მისიის შესასრულებლად - ძალაუფლების ბეჭდის გასანადგურებლად. ,,მეფის დაბრუნება'' ,,ბეჭდის საძმოსა" და ,,ორ ციხე-კოშკში" დაწყებული ჯ.რ.რ. ტოლკინის კლასიკური ამბის ბრწყინვალე დასასრულია.
ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი ფენტეზის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია, ის ავტორია 200 მდე პუბლიკაციის, მათ შორის 37 წიგნის.
ტოლკინი 1892 წლის 3 იანვარტს, ბლუმფონტეინში, სამხრეთ აფრიკაში დაიბადა. ის ბავშვობიდან ყველაზე დიდ ინტერესს ენების მიმართ იჩენდა , მან საკუთარი პირადი სიტყვები და ანბანიც კი შექმნა პირველ ენაზე , რომელსაც ნაფარინი უწოდა. ის ასევე ეუფლებოდა შუასაუკუნოვან ლიტერატურას და მკვდარ ენებს , რამაც დასაბამი დაუდო მის როგორც მწერლის განვითარებას.
ტოლკინი არაერთი ჯილდოს მფლობელია , მათ შორის ჰიუგოს , ლოკუსის , ბელროგისა და მითიური ჟანრის მწერლობის პრემიებისწიგნის შექმნის პირველ ეტაპზე ავტორს ჩაფიქრებული ჰქონდა ადრე გამოცემული რომანის „ჰობიტი“ გაგრძელება, თუმცა მოგვიანებით ის უფრო მასშტაბურ ნაშრომში გადაიზარდა. თავდაპირველად ტოლკინს ამ რომანის ერთი წიგნის სახით გამოცემა სურდა. ეს ნიშნავს, რომ ექვს ნაწილად დაყოფილი რომანი, დამატებითი მასალებით, უნდა გამოცემულიყო ერთიანი სახით. გამომცემელმა კი, როდესაც საუბარი მიდიოდა ცალკე წიგნებზე, მას მესამე წიგნის გამოცემისათვის შესთავაზა სხვა სახელი, თუმცა ტოლკინი თავად უპირატესობას ანიჭებდა „მეფის დაბრუნებას“.
ბეჭდების მბრძანებელმა დიდი აღიარება მოუტანა ავტორს , წიგნმა დიდი გავლენა მოახდინა და კვლავ ახდენს მხატვრობაზე, მუსიკაზე, ფილმებზე, ტელევიზიაზე, ვიდეო თამაშებზე. რომანის ადპატაციებს შორის არის რადიო სერიალები, თეატრალური დადგმები და წარმატებული ეკრანიზაცია.
ბეჭდების მბრძანებელი ნათარგმნია მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე და გაყიდულია მისი 150 მილიონზე მეტი ეგზემპლიარი.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2019 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე PalitraL.ge