ოფიციალურად დადასტურდა, რომ მსოფლიოს ფეხბურთის არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს. ამის შესახებ ბარსელონას და პარი სენ-ჟერმენის აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა თავადვე გამოაცხადა.
35 წლის არგენტინელმა აღნიშნა, რომ ევროპაში თამაში მხოლოდ კატალონიურ გრანდში სურდა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვირა, რომ ამერიკულ ინტერ მაიამიში გადასულიყო. შეგახსენებ, რომ ამ კლუბის თანამფლობელი ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემია.
შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენმა მესის წასვლა 2022/23 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დააანონსა. არგენტინელმა პარიზული კლუბი, რომელშიც ორი სეზონი გაატარა, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
იქამდე, სანამ ინტერ მაიამის წინადადებას დათანხმდებოდა, ლეომ არ მიიღო ბარსელონას და საუდი არაბეთის ალ ჰილალის ვარიანტები. ეს უკანასკნელი არგენტინელს ორ წელიწადში გასამრჯელოდ მილიარდსა და 200 მილიონ ევროს პირდებოდა.
ცნობისთვის, წელს დასრულებულ სეზონში ლიონელ მესიმ ყველა ტურნირში პარი სენ-ჟერმენის მაისურით 41-ჯერ ითამაშა, 21 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი მიითვალა.