თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე დაკავებულ პირს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ავარიას, რომელიც 2021 წელს, კრწანისში მოხდა, 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.
სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც დასაშვებ ნორმაზე მეტი ტვირთით დატვირთულ ავტომობილს მართავდა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გაარღვია დამცავი ჯებირი და კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსის" ეზოში ჩავარდა.