კანადაში ინტენსიური ტყის ხანძრების შედეგად დაბინძურებული ჰაერის გამო კანადასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მილიონობით ადამიანს, შენობებიდან გარეთ გასვლის დრო პირბადეების გამოყენებას ურჩევენ.
კანადის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ადამიანებმა უნდა ატარონ პირბადეები, თუ მათ სახლში დარჩენა არ შეუძლიათ.
კვამლის დიდი ნაწილი კვებეკიდან მოდის, სადაც ხანძრის 150 კერაა. პროვინციაში 11 000-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა და კიდევ 4 000 ადამიანის ევაკუაციაა მოსალოდნელი.
ტყის ხანძრებმა კანადაში უკვე 3.8 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია გადაწვა. თეთრი სახლის ინფორმაციით, კანადაში ადგილობრივი მეხანძრეების დასახმარებლად 600-ზე მეტი ამერიკელი მეხანძრე გაიგზავნა.
გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და კანადის პრემიერ- მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ სატელეფონო საუბარი გამართეს და არსებული ვითარება განიხილეს.