ორშაბათს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა. მისი თქმით, მხარეები ნატოს ვილნიუსის სამიტს განიხილავენ, რომელიც ივლისში გაიმართება.
ამასთან ლიდერები ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებს განახილევენ.
სტოლტენბერგისა და ბაიდენის საუბრის ერთ-ერთი თემა უკრიანაში მიმდინარე ომი და რუსული აგრესიის მიმართ კიევის მხარდაჭერის გაძლიერება იქნება.