რუსების მიერ კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ პირველი დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. აღნიშნულ ინფორმაციას ოლეშკის მერი ევგენი რიშჩუკი ოლეშკის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ტატიანა გასანენკოზე დაყრდნობით “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
“სამწუხაროდ, არის პირველი ცნობები წყალდიდობის შედეგად დაღუპულების შესახებ”, - წერს რიშჩუკი.
მერმა მოგვიანებით დააკონკრეტა, რომ ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში 3 ადამიანი დაიღუპა. რიშცუკის თქმით, რუსმა სამხედროებმა სახურავებზე მყოფი ხალხის ევაკუაცია დაიწყეს.
რიშჩუკის თქმით, ქალაქი 90%-ზეა დატბორილი და ზოგიერთ ქუჩაზე წყლის დონე სამ მეტრს აღწევს.
ოლეშკის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, ქალაქიდან დამოუკიდებლად ევაკუაცია შეუძლებელია, ვინაიდან, ოკუპანტები ამას კრძალავენ და ხალხს მხოლოდ რუსეთის კრასნოდარის ოლქში ევაკუაციას სთავაზობენ.