ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოში ძლიერი ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი “ტელეგრამ” არხები და ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებენ.
ხანძარი ქალაქის სამრეწველო ზონაში გაჩნდა. გლადკოვის თქმით, შებეკინო “გრადის” ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით დაბომბეს, რამაც გამოიწვია ხანძარი. მისი თქმით, 40-ზე მეტი ჭურვი სამრეწველო ზონის ტერიტორიაზე მოხვდა, კიდევ 20 კი ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცნობისთვის, ადგილობრივ “ტელეგრამ” არხებში დილიდან ვრცელდება ინფორმაცია დაბომბვის შესახებ, რის შედეგადაც მთელი ქალაქი კვალმში აღმოჩნდა.