ამერიკული მედიის ინფორმაციით, თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო. როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ შეტევა უკრაინის სამხრეთით რამდენიმე ღერძის გასწვრივ დაიწყო. აშშ-ის ოფიციალური პირების აზრით, მთავარი მიზანი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაზე სახმელეთო ხიდის გაჭრაა, რომელიც რუსეთს ყირიმში მის საოკუპაციო ძალებთან აკავშირებს.