7 ივნისს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე საქართველოში მასშტაბურად აღინიშნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე სურსათის მსოფლიო დღის აღსანიშნავად რიყის პარკში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. მინისტრის მოადგილემ მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ჩართულობითა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, გასართობ-შემეცნებითი აქტივობები ბავშვებისა და მოზარდებისთვის გაიმართა.