რატი ბრეგაძის განცხადებით საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება, მისი განცხადებით ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ საშუალება ექნებათ 10 წლის ნაცვლად საქართველოს მოქალაქეობა 5 წელში მიიღონ. იგივე პოზიცია აქვთ მმართველი გუნდის წარმომადგენლებსაც, თუმცა იუსტიციის მინისტრის ინიციატივას კრიტიკული შეფასებები მოყვა ოპოზიციის მხრიდან.