რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ნოვა კახოვკაზე, სადაც ჰიდროელექტროსადგური დაზიანდა ვითარება რთულია. დატბორილია 80-მდე სახლი, 2000-მდე ადამიანი კი ევაკუირებულია. კახოვკაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. კომენტარები უკრაინის და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან უკვე გაკეთდა.