ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ხმაური “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, მიერ სოფელ ლაითურში წყლის სისტემასთან დაკავშირებით არსებული პრობლემის შესახებ საუბარს მოჰყვა. მისი თქმით, აღნიშნულ სოფელში საკითხის გადასაჭრელად სოლიდური თანხა დაიხარჯა, მაგრამ ადგილობრივებს სასმელი წყალი არ მოეწოდებათ. მან, ასევე, ისაუბრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, რომელსაც მისი თქმით, ხელისუფლება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მიაწერს.
ოპოზიციის ამ განცხადებას უმრავლესობის გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა შესვენება გამოაცხადეს და სხდომათა დარბაზი დატოვეს.