საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ აჭარაში ვიზიტისას კიდევ ერთხელ ისაუბრა 12 რეკომენდაციის შესრულებოს საკითხზე და საკუთარი პოზიცია გამოხატა. მისი თქმით, საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოყენებულ იქნას 12 პრიორიტეტზე რაც შეიძლება მეტი პროგრესის მისაღწევად. ჰერჩინსკიმ განმარტა, რომ ამჟამად ევროკომისია ანგარიშის მოსამზადებლად მუშაობს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება.