შეიქმნება თუ არა ახალი მიზიდულობის ცენტრი ოპოზიციაში? „ლელოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე არ უარყოფს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ახალ გაერთიანებაში ყველა პროდასავლური პარტიის ადგილი იქნება. ჯაფარიძის განცხადებას უკვე უპასუხეს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში.