ნოვა კახოვკის კაშხლის ჩამონგრევის შედეგად ხერსონის რეგიონში 1 400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. უკრაინული მედიის ცნობით, დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე 1 800-ზე მეტი სახლი დაიტბორა. მომდევნო 20 საათის განმავლობაში წყლის დონე სავარაუდოდ, კიდევ ერთი მეტრით მოიმატებს.