დღეს, კონფერენსლიგის ფინალში ინგლისური „ვესტ ჰემი“ იტალიურ „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება, შეხვედრა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფორტუნა არენაზე თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ორივე გუნდისთვის ფინალის მოგება სეზონის გადარჩენის კარგი შანსია. „ფიორენტინამ“ იტალიის სერია A მე-8 ადგილზე დაასრულა და შესაბამისად შემდეგ სეზონში ვერცერთ ევროტურნირზე თამშის უფლება ვერ მოიპოვა, ამიტომაც იტალიელებისთვის ფინალის მოგებას დიდი მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ „ფიორენტინას“ ბოლო ევროპული ტიტული 1961 წელს თავების მფლობელთ თასი აქვს მოგებული. რაც შეეხება „ვესტ ჰემს“ ინგლისლებმა პრემიერ ლიგაში მე-14 ადიგლი დაიკავეს და მთელი წლის განმავლობაში არასტაბილურები იყვნენ. გულშემატკივრები ბოლო წლებში „ჩაქუჩებისგან“ მსგავს თამაშს მიჩვეულნი არ იყვნენ, ამიტომაც მათ კონფერენსლიგის თასის მოგებით სეზონის გადარჩენა შეუძლიათ. „ვესტ ჰემმა“ ევროტურნირებზე წარმატებას ბოლოს შედარებით ახლო წარსულში 1999 წელს ინტერტოტოს თასის მოგებით მიაღწია.
ორივე გუნდმა ფინალშ მოსახვედრად რთული და საინტერესო გზა გაიარა, „ფიორენტინა“ პლეიოფების სერიაში 1/16 ფინალიდან ჩაერთო, სადაც პორტუგალიური „ბრაგას“ ბარიერი მარტივად დასძლია. 1/8 ფინალში იტალიელებმა თურქული „სივასპორი“ გაანადგურეს. ¼ ფინალში მათი მეტოქე ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის „ლეხ პოზნანი“ იყო, ორ მატჩიანი დუელი სანახაობრივი და დაძაბული აღმოჩნდა. „ფიორენტინასთვის ყველაზე მძიმე ½ ფინალი გამოდგა, სადაც შვეიცარულ „ბაზელთან“ ორი მატჩის ჯამში დამატებითი დრო გახდა საჭირო, დრამატულ ბრძოლაში კი ფინალის საგზური „ფიორენტინას“ დარჩა. „ვესტ ჰემის“ პირველი მეტოქე პლეიოფში კვიპროსული „ლარნაკა“ იყო, რომელთაც ორი მატჩის ჯამში დამაჯერებლად აჯობეს, ¼ ფინალში ინგლისელებს ბელგიური „გენტი“ შეხვდათ, პირველი მატჩი ფრედ ანგარიშით, 1:1 დასრულდა, თუმცა მეორე მატჩში „ჩაქუჩებმა“ დამაჯერებლად მოიგეს 4:0. ½ ფინალში „ვესტ ჰემმა“ „ალკმაარს“ აჯობა, და ორი მატჩის ჯამში ფინალის საგზური მოიპოვა. ორივე გუნდი ფინალს დაახლეობით იდენტურ ფორმაში ხვდებიან, მათ ბოლო 5-5 თამაშიდან 3-3 გამარჯვება აქვთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში არასდროს დაპირისპირებიან.