33 წლის ტეილორ სვიფტმა უმდიდრესი მომღერლების რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მისი ქონება ალბომის, Midnights-ის გამოშვების შემდეგ 170 მილიონი დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ NY Post იტყობინება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტეილორ სვიფტი ამერიკის უმდიდრესი ქალების რეიტინგში, რომლებმაც თავად შექმნეს საკუთარი იმიჯი და წარმატება, 34-ე ადგილზეა. Forbes-ის მონაცემებით, 33 წლის მომღერლის ქონება 740 მილიონ დოლარს აჭარბებს.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ვარსკვლავმა აჯობა მადონას, რომლის ქონება 580 მილიონ დოლარად არის შეფასებული. გადაასწრო ბიონსესაც.
მომღერალი მსოფლიო ტურნეს აგრძელებს და თაყვანისმცემლებს ძველ და ახალ ჰიტებს სთავაზობს.
უმდიდრესი მომღერლის სტატუსი კვლავ რიანას ეკუთვნის. მისი ქონება 1,4 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ტეილორ სვიფტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქველმოქმედია და თანხის დიდ ნაწილს სწორედ ადამიანების დახმარებასა და სხვადასხვა სოციალური პროექტის ხელშეწყობაში ხარჯავს.