The Nun 2-ში მოქმედება წინა ფილმის ფინალური სცენებიდან 4 წლის შემდეგ, კვლავაც და აირინის გარშემო ვითარდება, რომელიც დემონურ ძალასთან გამკლავებას ცდილობს.
ფილმის რეჟისორი ამჯერად მაიკლ ჩეივსია, ნაცნობ სახეებთან ერთად კი The Nun 2-ში ახალ მსახიობებსაც ვიხილავთ.
2018 წელს გამოსული მონაზონი გასული ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და კომერციულად წარმატებული საშინელებათა ჟანრის ფილმი გახდა. კინოსურათმა ჯამში $365 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.
რაც შეეხება The Nun 2-ს, მისი პრემიერა 8 სექტემბერს იგეგმება.