The Nun მეორე ფილმით ბრუნდება - Palitra News

The Nun მეორე ფილმით ბრუნდება

2023-06-07 10:45:00+04:00

The Nun 2-ში მოქმედება წინა ფილმის ფინალური სცენებიდან 4 წლის შემდეგ, კვლავაც და აირინის გარშემო ვითარდება, რომელიც დემონურ ძალასთან გამკლავებას ცდილობს.

ფილმის რეჟისორი ამჯერად მაიკლ ჩეივსია, ნაცნობ სახეებთან ერთად კი The Nun 2-ში ახალ მსახიობებსაც ვიხილავთ.

2018 წელს გამოსული მონაზონი გასული ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და კომერციულად წარმატებული საშინელებათა ჟანრის ფილმი გახდა. კინოსურათმა ჯამში $365 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.

რაც შეეხება The Nun 2-ს, მისი პრემიერა 8 სექტემბერს იგეგმება.