საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, კლიმატის ცვლილების კანონის "მწვანე წიგნი" შეიმუშავა. მისი შექმნის მიზანია საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავებისთვის ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და კონსულტაციების დაწყება.საჯარო კონსულტაციები უკვე გაიმართა თელავსა და ქუთაისში.
კონსულტაციების შემდეგ, შემუშავდება კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნი“, რომელშიც საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის ძირითადი პრინციპები აისახება.