5 000 ლარი აღკვეთის ღონისძიების სახით - რესტორან "რეტროს“ მფლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა და პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა. გარდა ამისა, თეიმურაზ ვარშანიძეს საქმის განხილვის დასრულებამდე დაზარალებულებთან კომუნიკაცია და მიახლოება ეკრძალება.
შეგახსენებთ, რომ რესტორან "რეტროს" მეპატრონე ორი დღის წინ დააკავეს. მას გამოძიება თანამშრომლის მიმართ ძალადობასა და მუქარას ედავება. შესაბამისი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში რესტორნის ყოფილმა მენეჯერმა გაავრცელა. ორ დღეში ობიექტზე შრომითი ინსპექცია შევიდა, რესტორანი კი 30 000 ლარით დააჯარიმეს და მუშაობა შეაჩერეს.