გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაგეგმილ შეხვედრას პილიტიკოსები აფასებენ. მათი თმით, ამ დონის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. მათი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის აზრი გადამწყვეტი იქნება. სწორედ ამიტომ, პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილმა ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.