საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამარტივების პროცესი პოლიტიკოსების გარკვეულმა ნაწილმა უკვე შეაფასა. მათი თქმით, ქვეყნის გარეთ ძალიან ბევრი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს და მათ საქართველოს მოქალაქეობა არ აქვთ. სწორედ ამიტომ, პოლიტიკოსთა ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. მათივე თქმით, ეს პროცესი საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნებას ხელს შეუწყობს.
პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა კი ამ გადაწყვეტილებაში რუსეთის მხრიდან შესაძლო რისკებს ხედავს.