საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში გერმანიის ფედერალურ კანცლერს - ოლაფ შოლცს შეხვდება. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს უსაფრთხოების საკითხებსა და ევროინტეგრაციაზე საუბარს აანონსებს და ამბობს, რომ შინაარსიანი და პროდუქტიული შეხვედრის მოლოდინი აქვს. როგორ აფასებენ დაგეგმილ ვიზიტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდში.